ახალციხის მუნიციპალიტეტის ჭვინთის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ წარმოადგინეს ლექსები, რომლებიც ეძღვნებოდა დედებს და ქალბატონებს, სახუმარო სკეტჩები, სიმღერები და რაც მთავარია, დედებს და იქ დამსწრე ქალბატონებს გადასცეს მათივე ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები.
ღონისძიებას დაწყებითი საფეხურის მე-4 კლასის პედაგოგი რაისა სამარჯევი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები