ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელა
18-03-2019

დაბა ხარაგაულის ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა 8 მარტთან დაკავშირებით საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს. 

მოსწავლეებმა თაიგულებითა და მისალოცი ბარათებით 8 მარტი მიულოცეს ქუჩაში შემხვედრ ყველა ქალბატონს, ასევე, საზოგადოებრივი ცენტრში მომუშავე ქალბატონებს, შემდეგ კი ესტუმრნენ სოციალურად დაუცველ სამ ოჯახს. 

სარვამარტო მისალოცი ბარათების გარდა მოსწავლეებმა ოჯახებს პირველადი მოხმარების სურსათი, ხილი და ტკბილეული მიუტანეს. 

„მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლს“ და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს აღნიშნული პროექტის დაფინანსებისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.  

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203