ახალციხის მუნიციპალიტეტის მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გვანცა თანიაშვილი „ეტალონის“ პირველ ტურში მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
მან 50-ქულიანი ბარიერი წარმატებით დაძლია.
მინაძის საჯარო სკოლა ულოცავს გვანცას და წარმატებებს უსურვებს.