ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
18-03-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღე იზეიმეს. 

სამოქალაქო კლუბ „ქიაჩის“ წევრებმა პედაგოგებს სიურპრიზი მოუწყვეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და ღონისძიება მიუძღვნეს. 

განსაკუთრებით, პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებლები: რუსუდან კონჯარია, ინეზა ფიფია, ნატო კაკაჩია და ნათელა ნანეიშვილი აქტიურობდნენ.

„ღონისძიების დასასრულს, მეოთხე კლასის მოსწავლე ანანო კვარაცხელიამ დედას საკუთარი მილოცვა ზეციურ საქართველოში გაუგზავნა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203