თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღოუბანის საჯარო სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი „დედა სიცოცხლის დიდი საწყისი“ გაიმართა.
ღონისძიება ქართული ენის მასწავლებლის, ლალი სულხანიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ზეიმზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, მარი ჩომახაშვილმა იცეკვა „ცეკვა ქართული“ და VI კლასის მოსწავლეებმა დადგეს წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „სისხლის“ მიხედვით.
იხილეთ ფოტოები