კნოლევის საჯარო სკოლა პროგრამაში „საუბრები მომავალზე“ აქტიურად ჩაერთო
18-03-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლა ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში „საუბრები მომავალზე“, რომლის მიზანია საინტერესო თემების გაცნობა IV-V კლასის მოსწავლეებისათვის.

სკოლაში გამოყოფილია მოდერატორი, რომელიც უშუალოდ ტრანსლირების პროცესში აგროვებს კლასში დასმულ კითხვებს და წერს ჯგუფში სპიკერს, რათა მან აღნიშნულ კითხვებზე უპასუხოს ბავშვებს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები ინტერესით ელოდებიან ყოველ ჩართვას და მათთვის სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203