ღვანკითის საჯარო სკოლაში სულხან-საბა ორბელიანის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ხატვისა და კალიგრაფიის შიდა სასკოლო კონკურსები გაიმართა.
კონკურსებში სამივე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ჟიურიმ ორ-ორი გამარჯვებული გამოავლინა. გამოვლენილი გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მეორე ტურში.
სასკოლო ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი ქეთევან დადუნაშვილი იყო.
პირველ ტურში გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა:
თეიმურაზ ქარქაშაძე - IX კლასი
თათია ქარქაშაძე - VIII კლასი
მალხაზ კუბლაშვილი -V კლასი
ანა აფხაიძე - VI კლასი
ნინი გავაშელაშვილი - VI კლასი
ვაჟა რობაქიძე - VI კლასი
ანა ქარქაშაძე - XII კლასი
მარიამ გავაშელაშვილი - IX კლასი
იხილეთ ფოტოები