ოზურგეთში, გურიანთის საჯარო სკოლა გაქურდეს - ფაქტზე 3 არასრულწლოვანი ამხილეს
18-03-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიანთის საჯარო სკოლა გაქურდეს. როგორც etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორმა, ნანა შარაძემ განცხადა, სკოლიდან ტექნიკაა მოპარული.

„კომპიუტერული ტექნიკაა წაღებული: ორი ნოუთბუქი, ერთი პერსონალური კომპიუტერი, ორი პროცესორი და ერთი მაგნიტოფონი. გაქურდვის ფაქტი პარასკევს დავაფიქსირეთ, ზუსტად მაშინ, როცა არდადეგები დასრულდა და სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. რაც შეეხება ეჭვმიტანილებს, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიება მიმდინაროეობს“, - განაცხადა ნანა შარაძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მხილებულია სამი არასრულწლოვანი. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სამივე მხილებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203