ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა სასკოლო - სპორტული ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა
ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ მოსწავლეებს დირექტორმა მარეხ ქათამაძემ სიგელები გადასცა.
სპორტულმა ოლიმპიადამ სტარტი, 2018 წლის 9 ოქტომბრიდან აიღო და 15 მარტს, კალათბურთისა და ფეხბურთის ფინალური თამაშებით დასრულდა. ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და სიგელები, მედლები და თასები დაიმსახურეს.
„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და შემდგომშიც გამარჯვებებს ვუსურვებთ“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები