მაღალმთიან რეგიონში სამუშაოდ წასულ მასწავლებელს შესაძლოა მიწის ნაკვეთი და პირუტყვი გადაეცეს
18-03-2019

მასწავლებელი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებლად გადავა, შესაძლოა მიწის ნაკვეთი და პირუტყვი გადაეცეს.

ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განათლების მინისტრთან ჰქონდა საუბარი.

მისი თქმით, მასწავლებლებს სოფლად მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეთ

„გვქონდა ასეთ ვარიანტზეც მსჯელობა, რომ თუ წავა აქედან ადამიანი, მათ მისცენ კარმიდამო, მიწის ნაკვეთი, პირუტყვი. ხოლო გარკვეული ხნის, რამდენიმე წლის შემდეგ,  გადავიდეს მის პირად საკუთრებაში. ეს იქნება გარკვეული სტიმული. ეს ინიციატივა იყო, მქონდა ამაზე საუბარი და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ეს გარკვეულწილად საქმეში გადავა“, - განაცხადა ქანთარიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203