ბათუმის N29 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება მე-4 კლასის პედაგოგის მზევინარ იაკობაძის ორგანიზებით ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები