გეზათის საჯარო სკოლაში სკოლის საერთო კულტურის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებები აქტიურად ტარდება
18-03-2019

სკოლის საერთო კულტურის ხელშეწყობის მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა: 

1. კლასის დღე - V კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი: ელიკო შუბლაძე) კლასის  დღეზე წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება, გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები  მეგობრობზე და გულთბილი სიტყვები მიუძღვნეს მასწავლებლებს, საინტერესოდ  გაითამაშეს როლებში ხალხური ზღაპარი „ვაჭარი, გლეხი და მოსამართლე“, მათ სტუმრად ჰყავდათ მოწვეული I კლასის მოსწავლეები (კლასის დამრიგებელი: ირმა ჯიბლაძე), რომლებმაც V კლასის მოსწავლეებს გადასცეს საკუთარი ხელით დამზადებული სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიება დაგვირგვინდა ტორტითა და საზეიმო მაშხალებით. საზეიმო განწყობას ქმნიდა თემის შესაბამისად გაფორმებული ინტერიერი, ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები.

2. 5 მარტს დაწყებითი I-IV  კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებლები: ირმა ჯიბლაძე, ზაირა რევაზიშვილი, ლოლა  ქურასბედიანი) საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს პიესა ,,სტუმრად  გაზაფხულის ყვავილნარში. (ხელმძღვანელები: III კლასის დამრიგებელი: ზაირა  რევაზიშვილი და მუსიკის მასწავლებელი: გულისა კიზირია). პიესის პერსონაჟები იყვნენ: ყვავილები, პეპლები, ჩიტები. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები/ მათ იზრუნეს თითოეული პერსონაჟის იერსახეზე. სპექტაკლს საინტერესო ელფერს სძენდა დარბაზის ინტერიერიც, რომელიც თემის შესაბამისად იყო გაფორმებული  ხელოვნების მასწავლებლების, ირმა ჯიბლაძისა და სოფიო ჯიბლაძის მიერ. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ბაღის აღსაზრდელები.

3. 6 მარტს V-IX კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ,,ქალთა დღეა 8 მარტია“. ღონისძიებაზე V-VI კლასის მოსწავლეებმა ისტ-ის გამოყენებით მოძიებული ინფორმაციით წარმოადგინეს პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები (ხელმძღვანელი: მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია). ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ზეიმის მონაწილე კლასებს, ისტ-ის მასწავლებელ თეა ფირცხალავას და კლასის დამრიგებლებს გადაეცათ მადლობის სიგელები.

4. 7 მარტს სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა სასკოლო სასწავლო - შემოქმედებითი  კონფერენცია (ორგანიზატორი სკოლის ბიბლიოთეკარი: სოფიო ჯიბლაძე). კონფერენციაში მონაწილეობდნენ VIII-IX კლასის მოსწავლეები. კონფერენციას ესწრებოდნენ საგნის მასწავლებლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები, სოფლის ბიბლიოთეკარები: ნესტან გაბუნია და ნატო კუპრავა. კონფერენციაზე მოისმინეს შემდეგი თემები:

1. ,,მარიხუანა და მისი ლეგალიზაცია საქართველოში“ - თემის ავტორი მე-8 კლასის მოსწავლე რიმა ნადარეიშვილი, ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ირმა ჭანტურია;

2. ,,მუდამ ჰარირა აბაშაში“ - თემის ავტორი მე-9 კლასის მოსწავლე იზოლდა ბოკერია, ხელმძღვანელები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ვეკუა და მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია;

3. ,,ფიბონაჩის რიცხვები და ოქროს კვეთა“ -  თემის ავტორი მე-8 კლასის მოსწავლე არჩილ გაბუნია, ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია;

4. ,,ჭეშმარიტად ხილული ოცნების საგანძური“ - თემის ავტორი მე-8 კლასის მოსწავლე იზი შუბლაძე, ხელმძღვანელი: სახვითი და გამოყენებითი მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე;

5. ,,ესე სოფელი გულუხვ არს“ - თემის ავტორი მე-8 კლასის მოსწავლე სალომე მალიშავა, ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი მაია ხომერიკი;

6. ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“ - თემის ავტორი მე-8 კლასის მოსწავლე რიმა ნადარეიშვილი, ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი ლანა ცომაია;

7. ,,საახალწლო ტრადიციები“ -  თემის ავტორი მე-8 კლასის მოსწავლე არჩილ გაბუნია, ხელმძღვანელი რუსული ენის მასწავლებელი ელიკო შუბლაძე.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია წაკითხული თემების ირგვლივ, კონფერენცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა ნათელა კიკაბიძემ. კონფერენციის მონაწილე მოსწავლეებსა და თემის ხელმძღვანელებს სკოლის დირექციის მიერ გამოეცხადა მადლობა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203