თბილისის N62 საჯარო სკოლაში კლუბი „მრავალი წერტილი“ მრავალფეროვან ღონისძიებებს ახორციელებს
19-03-2019

თბილისის N62 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლიზი ნიჟარაძემ 2018 წლის ოქტომბერში კლუბი „მრავალი წერტილი“ დაარსა. 

„მრავალფეროვანი და საინტერესოა კლუბის სამუშაო დღეები, მოსწავლეთა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ისინი სხვადასხვა თემაზე იმუშავენ. მათი ინტერესისა და უმრავლესობის ინიციატივით, პირველ თემად დასახელდა - წიგნი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მოსწავლეთა მოტივაციისა და მონდომების შედეგად, მსოფლიო და ქართული მრავალი  ლიტერატურული შედევრი შეირჩა და მუშაობა პრეზენტაციით დეკემბერში დასრულდა. 

თებერვლის თემად კლუბმა „მეგობარი“ აირჩია. მოსწავლეები მთელი ძალისხმევით  აგროვებდნენ ინფორმაციას, ახარისხებდნენ, აწყობდნენ სლაიდებს, შემოქმედებითად  აზროვნებდნენ, იმყოფებოდნენ ძველ თბილისში, ლეღვთახევში, მეგობრისადმი  ერთგულების ნიშნად ბოქლომი შეაბეს ხიდის მოაჯირს. მუშაობა მარტში დასრულდა. 

პროექტი 5 მიმართულებით მიმდინარეობდა: ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, რეალური სამყარო, არჩევითი (სპორტი, წარმოსახვითი მეგობარი).

მე-8 და მე-9 კლასი ორ გუნდად გადანაწილდა. მათ ხუთივე კუთხით წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელსაც აფასებდა კომპეტენტური ჟიური: ელენე შებურიშვილი (რეალური სამყარო), ცირა კასრელიშვილი (არჩევითი: სპორტი, წარმოსახვითი მეგობარი), თინიკო შარაშენიძე (ხელოვნება), გულიკო ბიწაძე (ლიტერატურა) და ნონა ტარიელაშვილი (მუსიკა). 

„შეჯიბრებაში გამარჯვებულია მეგობრობა! მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და  სიმბოლურად ორივე კლასი დაჯილდოვდა საათით, რათა იფიქრონ დროზე, რომელიც სწრაფად მიდის და ყოველთვის ასე ეფექტიანად გამოიყენონ“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203