ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, 25 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლაში სპექტაკლი „ახლა ეს ლექსი სხვა სამარეა“ გაიმართა.
უფროსკლასელებმა საქართველოს მე-20 საუკუნის და უახლესი ისტორია განასახიერეს და იმ გმირთა სახელები გაიხსენეს, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს შეწირა თავი.
„1918-21 წლის მოვლენები, წითელი არმიის შემოჭრა და 20-21 წლის ბიჭების მიერ გაღებული მსხვერპლი, შემდგომი რეპრესიები (მკვლელობები და თვითმკვლელობამდე მიყვანილი ინტელიგენცია), შინდისი, მცოცავი ოკუპაცია და ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის - ეს ის თემებია, რაც ლაიტმოტივად გასდევდა მთელ სპექტაკლს და რომელიც მოსწავლეების მიერ საკმაოდ ემოციურად და შთამბეჭდავად იყო გადმოცემული“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები