იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიკ-ბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვეს
18-03-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისსა და ბაქოში გამართულ კიკ-ბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ. 

მათ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს და ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს. 

ელვინ ქაზუმოვმა (55 კგ), სამად იბრაგიმოვმა (60კგ) და ფეიმან გაჯიევმა (70 კგ) საპატიო პირველი ადგილი და ჩემპიონების ტიტული  მოიპოვეს.

მათ ჩემპიონატის ორგანიზატორებისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

„ბიჭები აგრძელებენ ვარჯიშს და საქართველოს სახელით გამარჯვებისკენ სწრაფვას.  ვულოცავთ ელვინ ქაზუმოვს, სამად იბრაგიმოვსა და ფეიმან გაჯიევს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203