ბარდნალის საჯარო სკოლაში საზეიმო საღამო - „დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო!“ გაიმართა
18-03-2019

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით საზეიმო საღამო - „დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო!“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მთვარისა ახვლედიანის ინიციატივითა და მეთორმეტეკლასელთა ძალისხმევით მოეწყო. 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა კლასების რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებლები და მოსწავლეთა დედები. 

„ღონისძიება მუსიკალური ნომრებით პირველკლასელმა თამარ ჩარკვიანმა დაამშვენა. თამარმა ბოლოს დედასთან ერთად სიმღერა სურპრიზად შემოგვთავაზა. საღამოს მომზადება- გაფორმებაში ძალღონე არ დაიშურეს მუსიკის მასწავლებელმა - მზეო მეშველიანმა და ხელოვნების პედაგოგმა ლალი კოპალიანმა, სუფრის გაწყობა- გალამაზებაში კი -  ქალბატონებმა, ნატო ხეცურინის ხელმძღვანელობით.

საზეიმო საღამო მიჰყავდა ახალგაზრდა პედაგოგ თეონა ფრუიძეს, რომელიც უშუალობითა და კეთილგანწყობით ხასიათდებოდა. იყო ბევრი გულწრფელი ემოცია, ღიმილი და აღტაცებით მოგვრილი ცრემლი, ასე რომ, უთბილესი საღამო შედგა, სწორედ ისეთი, ამ დღეს რომ შეეფერება. ითქვა ძალიან ბევრი სამადლობელი სიტყვა, განსაკუთრებით - მშობლებისაგან, რაც ჩვენთვის უპირველესია. სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებლებს: მთვარისა ახვლედიანს, მზეო მეშველისნს, ლალი კოპალიანს, თეონა ფრუიძესა და ნატო ხეცურიანს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203