მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი აბესაძემ ინტელექტუალურ კონკურსში 1-ლი ადგილი დაიკავა
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ გიორგი აბესაძემ ინტელექტუალურ კონკურს „WISDOM“-ის 2018 წლის შემოდგომის სეზონზე მათემატიკასა და ისტორიაში 1-ლი საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლის აღსაზრდელი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
სკოლა გიორგი აბესაძეს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტო