ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით და სიგელით დააჯილდოვა.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. მე-9 კლასის მოსწავლე ანნა სიმავორიანი მეორე ტურში გადავიდა და შესაბამისად სიგელით დაჯილდოვდა.
„ეტალონის„ წარმატების სერტიფიკატები კი გადაეცათ პირველ ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს, ვინც წარმატებით გადალახეს 50-ქულიანი ბარიერი.
სკოლის დირექტორმა რუბენ კრტიანმა და „ეტალონის“ მასწავლებელმა ალა ევაჯიანმა მოსწავლეებს სერტიფიკატები და სიგელი საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტო