განჯალის საჯარო სკოლაში სასკოლო წრე „გაწაფული კითხვა“ გაიხსნა
19-03-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განჯალის საჯარო სკოლაში წრე „გაწაფული კითხვა“ გაიხსნა. 

წრეს პედაგოგი ნანა მაისურაძე ხელმძღვანელობს და მასში პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები. 

საწრეო სამუშაო მიზნად ისახავს განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარი (კითხვა, მოსმენა, საუბარი), ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, გაწაფული კითხვა, წაკითხულის გაგების უნარის განვითარება. 

„წრე განკუთვნილია 1-3 კლასის მოსწავლეებისათვის.მოსწავლეები ეტაპობრივად უნდა მოვამზადო კითხვის სისტემური კითხვისთვის, რაც ქართული, როგორც მეორე ენის სტანდარტით არის გათვალისწინებული. მოსწავლეებს ვამუშავებ ფონოლოგიის უნარ -ჩვევებზე და მის განვითარებაზე, მართულ კითხვაზე და ტექსტის გაგება გააზრებაზე, როგორც შინაარსის, ისე მათი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით“ - აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტოები  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203