რამდენ პირველკლასელს მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლები 2019-2020 სასწავლო წლისთვის
19-03-2019

2019-2020 სასწავლო წლისთვის საჯარო და კერძო სკოლები 57 ათასამდე პირველკლასელის მიღებას ელოდებიან.

როგორც etaloni.ge-ს კითხვაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, თავისუფალი ადგილების რაოდენობა გაცილებით მეტია მისაღები პირველკლასელების რაოდენობაზე.

ჩვენი ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა დიდად არ იცვლება წინა წელთან მიმართებაში. 57 ათას პირველკლასელ მოსწავლეს ველით საჯარო და კერძო სკოლებში. ხოლო საჯარო სკოლებს 59 ათასამდე თავისუფალი ადგილი აქვთ გამოცხადებული“,​- განაცხადა ირინა აბულაძემ.

დღეს განათლების სამინისტროში პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განხორციელდება.

რეგისტრაციის II ეტაპი, 2-დან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი  და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომელთ მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

ვრცლად იხილეთ: პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203