მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასში საგანში საგანში - ქართული, როგორც მეორე ენა სამოდელო გაკვეთილი (გამჭოლი კომპეტენციები - წიგნიერება) ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - ნიკო ფიროსმანაშვილი.
გაკვეთილს ქართული, როგორც მეორე ენა კონსულტან-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებით და ვიზუალური მასალით იყო დატვირთული.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინფორმაციო სახის ტექსტები წაიკითხეს, power point-ში ანიმაციური სავარჯიშოები გააკეთეს. movie miker-ში აწყობილი მოკლე ვიდეორგოლს უყურეს და ფიროსმანის თვისებებზე იმსჯელეს.
„გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა ფიროსმანის შემოქმედებაზე მსჯელობა შეძლეს, მოცემული ბიოგრაფიული ტექსტი გაიაზრეს, ფილმის ფრაგმენტები ნახეს და წაკითხულისა და ნანახის ერთმანეთთან შედარება შეძლეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესი შეფასების ჯგუფმა დადებითად შეაფასა.
იხილეთ ფოტო