ასპინძის სკოლაში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე კონფერენცია ჩაატარეს
03-03-2017

ასპინძის სკოლაში კონფერენცია გაიმართა თემაზე ''ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა''.

ღონისძიებაში XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და  საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, მის შეუფასებელ ღვაწლზე, მის როლზე ქართველი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ქართული ენის გავრცელებასა და პოპულარიზაციაზე ცარიზმის დროს.

კონფერენციას ლაიტმოტივად გასდევდა ილიას მოწოდება - ''მამული, ენა, სარწმუნოება''.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203