გორის N11 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ლუკა ვანიშვილმა ბულგარეთში გამართულ შეჯიბრში, 15-წლამდელთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრი 16-17 მარტს ჩატარდა.
ლუკა ვანიშვილი (52 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლა) საქართველოს ნაკრების წევრია.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.