წეროვნის N2 საჯარო სკოლაში „აბესალომ და ეთერის“ საიუბილეო ჩვენება გაიმართა
19-03-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ საიუბილეო ჩვენება გაიმართა. 

ჩვენება ოპერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა და მას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

„აბესალომ და ეთერი“ ზაქარია ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომელიც პირველად 1919 წლის 21 თებერვალს დაიდგა. ოპერა ძველ ქართულ თქმულებას „ეთერიანს“ ეფუძნება. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203