ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევრაზიის ჩემპიონატზე კუნგ-ფუ სანდაში 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედლი მოიპოვეს.
9-10 მარტს თბილისში, კუნგ-ფუ სანდაში გამართულ ევრაზიის ჩემპიონატზე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან და რუსეთიდან 170 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატში ამბროლაურის სასპორტო სკოლის კარატეს (kudo) გუნდმა (მწვრთნელი: დავით დუშუაშვილი) წარმატებით იასპარეზა. სპორტსმენებმა 9 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მათგან 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის მფლობელი ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ.
ოქროს მედალს დაეუფლნენ:
ალექსანდრე დუშუაშვილი (IV კლასი).
ვასილ დვალაძე (VIII კლასი).
საბა გველეთიანი (IX კლასი).
მარიამ ჯოხაძე (X კლასი).
ელენე კილასონია (X კლასი).
ლაშა ლომთაძე (XI კლასი).
ნიკოლოზ მურუსიძე (XI კლასი).
ვერცხლის მედალი კი ეკა მელაშვილმა (X კლასი) მოიპოვა.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.