„Izrune.ge-ს საოცრად პოზიტიური მოლოდინის ეფექტის შექმნა შეუძლია“ - სულ მალე „თვის სუპერ კლასების“ რეიტინგი გამოქვეყნდება
20-03-2019

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი არასდროს წყვეტს თავის ოჯახის წევრებზე ზრუნვას და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე მზრუნველი მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლეების წახალისებას მუდმივად ცდილობს.

Izrune.ge ინდივიდუალური და გუნდური მიდგომებით, სულ მალე „თვის სუპერ კლასების“ რეიტინგს შემოგთავაზებთ. მანამდე კი, ამ წარმატების გაზიარების მოუთმენელი მოლოდინით, ორი გამორჩეული კლასის გამოცდილებას გაგიზიარებთ, დანარჩენ საამაყო წევრებს კი მოგვიანებით გაგაცნობთ.

თბილისის N 24 საჯარო სკოლის IIIა „თვის სუპერ კლასის“ დამრიგებელი ეკატერინე ალავიძე:

„ამაყი ვარ მიღწეული შედეგებითა და „თვის სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვებით. Izrune.ge-სთან ერთად მშობლები აქტიურად ჩაერთნენ შვილების სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეებიც მეტად მოტივირებულები გახდნენ. პორტალს საოცრად პოზიტიური მოლოდინის ეფექტის შექმნა შეუძლია. აზარტული და მრავალფეროვანი კითხვების გავლით ბავშვები საკუთარ ცოდნას ავლენენ და ამტკიცებენ შესაძლებლობებს, მოუთმენლად ელიან დიპლომების მოპოვებას და მეორე დღეს საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებას კლასელებს უზიარებენ. მისასალმებელია პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები და ზრუნვა ერთმანეთის წარმატებაზე. ასევე ძალიან მახარებს მშობლების ჩართულობა. მოგეხსენებათ, მათ შვილებთან ურთიერთობისთვის სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ. Izrune.ge-ს ირგვლივ კი მშობლებს სოციალურ ქსელში ჯგუფი აქვთ შექმნილი, სადაც ერთმანეთს ტესტების დღეს ახსენებენ და კლასის მრავალმხრივ განვითარებაზე ჩვენთან ერთად ზრუნავენ.“

IIIა „თვის სუპერ კლასის“ ერთერთი წარმატებული მოსწავლე ლიზი მუმლაძეა. მას იზრუნეს სახალისო ტესტები და წამახალისებელი დიპლომები გამორჩეულად მოსწონს, დედასთან ერთად მოუთმენლად ელის ტესტების გავლას და შემდეგ შედეგებს თანაკლასელებს უზიარებს. თავადაც მთელი გულით ახარებს მეგობრების წარმატება და აპირებს, უკეთ ისწავლოს ოქროს დიპლომების დასაგროვებლად.

ლიზის მშობელი ნინო ჭინჭარაული ყველაზე მზრუნველ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ჩვენი შვილები იზრდებიან და ვითარდებიან. ამიტომაც მომწონს Izrune.ge-ს ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები, რომელიც მთელი კლასის წარმატებაზე ორიენტირებული და ბავშვებს მეგობრობასა და ცოდნის გაზიარებას ასწავლის, ამავდროულად კი ჯანსაღი კონკურენციის უნარს უყალიბებს. ლიზი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ტესტების გავლას, რეგულარულად ელოდება ხუთშაბათს და კონცენტრირებულია საკითხებზე. მახარებს მისი მოტივაცია სწავლისადმი და იმედი მაქვს, რომ პორტალთან ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.“

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის IIბ „თვის სუპერ კლასის“ დამრიგებელი მალვინა ზარნაძე:

„ძალიან მეგობრული და გონიერი ბავშვები მყავს, მაგრამ არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი და მოტივირებული კლასი. მოსწავლეებს Izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომები ძალიან ახარებთ, მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტების დღეს და საკუთარი წარმატების ერთმანეთისთვის გაზიარებას. შემდეგ საკითხებს განვიხილავთ ხოლმე კლასში და უკეთ სწავლის სტიმული უჩნდებათ. ცდილობენ, რომ არ ჩამორჩნენ მეგობრებს და ერთმანეთს დაეხმარონ. ხვდებიან, რომ კლასის წარმატება თითოეულ მოსწავლეზეა დამოკიდებული. პორტალთან ერთად მშობლებიც მეტი აქტივობით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მუშაობით საუკეთესო შედეგებზე გავალთ.“

ტყუპები ავთანდილ და მარიამ გეწაძეები IIბ  „სუპერ კლასის“ აქტიური წევრები არიან. ტესტების დრეს უჭირთ მოთმენა და ერთმანეთისთვის რიგის დათმობა- რომელს მიუჯდება პირველი დედა. ცდილობენ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, მაგრამ პასუხები მაინც წამოსცდებათ ხოლმე. ხალისით განიხილავენ საკითხებს და შემდეგ მიღებულ შედეგებს აჯიბრებენ. შვილების სწავლისადმი გაზრდილ მოტივაციას სიამაყით შესცქერის დედა, იამზე ქევანიშვილი:

Izrune.ge-სთან ერთად სწავლის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო გახდა ტყუპებისთვის. მეც დიდი სიხარულით ვიზიარებ მათ მოტივაციას და მიღწეულ წარმატებას. ასევე მახარებს, კლასის გუნდურობა და წინსვლა. ძალიან კარგი დამრიგებელი ჰყავთ და მალვინა მასწავლებელი, Izrune.ge-სთან ერთად ყველაფერს აკეთებს ბავშვების მრავალმხრივი განვითარებისთვის. როგორც შეგვიძლია მშობლებიც მაქსიმალურად ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში და კიდევ უფრო დიდი წინსვლის იმედი გვაქვს.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203