ხაშურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე გოგალაძე სწავლას აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგრძელებს
19-03-2019

ხაშურის N4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ელენე გოგალაძე 100%-იანი დაფინანსებით აშშ-ს Minerva Schools at KGI ინსტიტუტში ჩაირიცხა. 

ელენე სწავლას ეკონომიკურ ფაკულტეტზე აგრძელებს. უნივერსიტეტი მას საცხოვრებლითა და მუშაობის უფლებით უზრუნველყოფს. 

Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute) ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი ჰარვარდის ყოფილი დეკანის ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან- ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი (ინდოეთი). 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203