თბილისის N217 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებულ პროექტში „გარემოს ჯანმრთელობა“ მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომელშიც სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, მზია პირველის ხელმძღვანელობით გაიმარჯვეს.
მოსწავლეებს საჩუქრად პროექტორი, მიკროსკოპი, „საგანმანათლებლო ყუთი“ და მაისურები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები