ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოვრუზ ბაირამის იმიტირებული ინსცენირება წარმოადგინეს
19-03-2019

ხოჯორნის საჯარო სკოლის აზერბაიჯანულმა სექტორმა ნოვრუზ ბაირამის იმიტირებული ინსცენირება წარმოადგინა.

ღონისძიებას ქართული, როგორც მეორე ენის ახალგაზრდა პედაგოგი ანარ შარიფოვი ხელმძღვანელობდა. 

მასში ჩართული იყვნენ სექტორის მასწავლებლები: ნაზლი ალიევა, გუსეინ აბდურახმანოვი, სევდა ბაირამალიევა, ტარლან სულეიმანოვა და სიტარა აბდურახმანოვა.

ღონისძიებაზე უფროსკლასებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქართულ და მშობლიურ ენაზე, პატარებმა იმღერეს და იცეკვეს კოცონის გარშემო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, სომხური სექტორის მასწავლებლები და მოსწავლეები.

ბოლოს, სკოლის დირექტორმა რიმა გარიბიანმა და პედაგოგმა მანუკ მანუკიანმა დღესასწაულის დასაწყისი მიულოცეს აზერბაიჯანელ კოლეგებს და თანასოფლელებს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203