ხუნწის საჯარო სკოლაში საინტერესო და აქტივობებით გაჯერებული შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
19-03-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, გეოგრაფიაში, შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა იყო - „ტრანსპორტი“.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მალხაზ წირღვავა ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ტრანსპორტის დადებთ და უარყოფით მხარეებზე იმსჯელეს. 

„გაკვეთილი იყო საინტერესო, ეფექტური და აქტივობებით გაჯერებული. ბავშვები საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ როდესაც გაიზრდებიან აუცილებლად შეიძენენ ელექტრომობილს, რომელიც გარემოს არ დააბინძურებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203