ხონის მუნიციპალიტეტის, ნამაშევის საჯარო სკოლაში აფხაზეთისა და აგვისტოს ომში მონაწილე გმირების პატივსაცემად და დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „კიდევაც დაიზრდებიან“ ჩატარდა.
ღონისძიებას ორგანიზება ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და მუსიკის მასწავლებლებმა - იზოლდა გალდავაძემ, ელისო ლეშკაშელმა, მინდია გველებიანმა და თვალმზისა გიორხელიძემ გაუწიეს.
ღონისძიებაში VII-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ამავე სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვალერ ჯაფარიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, ზაიარა მიქატაძე და უწყების წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში, გელა ცინაძე ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს და ლექსები და ჩანახატები მხატვრულად წაიკითხეს. გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები. კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ომის მონაწილე ვეტერანები მშობლიური სოფლიდან და ისაუბრეს მათ ღვაწლზე.
ომში მონაწილე გმირებისთვის სკოლაში სტენდი გაკეთდა. გაიმართა აფხაზეთისა და აგვისტოს ომების ამსახველი ფოტოების და ვიდეორგოლები ჩვენება.
ღონისძიების ვიზუალურ გაფორმებაზე ხელოვნების მასწავლებელმა ლალი ხვადაგიანმა იზრუნა.
ხონის მუნიციპალიტეტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა ივანე ჯანღავამ და შინდისელი გმირის, მიხეილ დვალიშვილის მამამ, დავით დვალიშვილმა, ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები მათთვის სპეციალურად დამზადებული ბრენდირებული ჭიქებით დაასაჩუქრა.
ასევე ბატონმა მინდია გველებიანმა საჩუქრები გადასცა ღონისძიებაში მონაწილე მოცეკვავეებს. მოეწყო ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ დამზადებული მოძრავი ფოტოგამოფენა - „სამშობლოსათვის“, რომელზედაც ქართველი ფოტო-ხელოვანების 150-მდე უნიკალური კადრია აღბეჭდილი.
იხილეთ ფოტოები