გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია - „ვიკითხოთ მშობლებთან ერთად“ წამოიწყეს
19-03-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის, გავაზის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქცია - „ვიკითხოთ მშობლებთან ერთად“ წამოიწყეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქცია სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობასა და წიგნიერების განვითარებას ისახავდა მიზნად.

მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ და გოდერძი ჩოხელის „ცასწავალა” წაიკითხეს. 

გაიმართა დისკუსია, რომელშიც მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

„დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს განსხვავებული აზრი და შეჯერდნენ, რომ „ვინც შემეცნებისთვის იღწვის, წინ ვერაფერი დაუდგება“.

ნაწარმოებებთან ერთად „ეს ბავშვები ბევრად გაზრდილან“ . ქართულისა და მსოფლიო ლიტერატურის შერწყმით კი განივითარებენ ტოლერანტობის გრძნობას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აქტივობას პედაგოგი მაკა ჯეირანიშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203