ხაშურის N1 საჯარო სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტებში აქტიურად ერთვება.
ამჯერადაც სკოლა ორ ახალ პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“ და „ციფრული სკოლა-საქართველო“ ჩაერთო.
„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია და მისიას პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.
„ციფრული სკოლა-საქართველო“ 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
პროექტების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე - ხაშურის N1 საჯარო სკოლა.docx