ბარდნალის საჯარო სკოლა ემიგრანტ კოლეგებს გაზაფხულის დღესასწაულებს ულოცავს
19-03-2019

ბარდნალის საჯარო სკოლა ემიგრანტ კოლეგებს: მაია ბენიძეს (ბელგია), ნატო დავითულიანს (იტალია), ნინო ხეცურიანს (იტალია) და ფიქრია ხაბულიანს (ესპანეთი) გაზაფხულის დღესასწაულებს ულოცავს. 

სკოლის დირექტორმა, მთვარისა ახვლედიანმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მილოცვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გუშინ, როცა სკოლაში თითქმის სრული შემადგენლობით საზეიმო საღამოზე შევიკრიბეთ, ყველამ ძალიან თბილად მოგიგონეთ და გადღეგრძელეთ, ნინოს კი გაბედნიერებაც მივულოცეთ. მინდა, იცოდეთ, რომ ძალიან გვიყვარხართ და მუდამ გვახსოვხართ! ღმერთმა მრავალ გაზაფხულს შეგახვედროთ თქვენსავე სამშობლოში საყვარელ ადამიანებთან ერთად“. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203