ნაქალაქარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.
მოსწავლეებმა ჩემპიონატის მეორე ტურში დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს და საპრიზო ადგილებიც დაიმსახურეს.
საუკეთესო ათეულში მოხვდა სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე დიმიტრი ნადირაშვილი, რომელიც სიგელით დაჯილდოვდა.