„მასწავლებლების ხელფასს სამჯერ ვზრდით“ - მამუკა ბახტაძე
20-03-2019

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაწყებული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული იყოს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქსტატის ინფორმაციის თანახმად, განათლების სექტორში ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, რაც ტრაგედიაა.

პირადად ჩემთვის ეს არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის, მასწავლებლის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელფასი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს, იქნება 1 500-დან 1 800 ლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ ვზრდით ანაზღაურებას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203