გაეცანით თბილისის N62 საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგის ლიზი ნიჟარაძის სტატიას „ჩიტების გამომაზმთრებელი“
თბილისის N62 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა ლიზი ნიჟარაძემ რევაზ ინანიშვილის ნაწარმოების „ჩიტების გამომაზმთრებელი“ სწავლების სტრატეგიებსა და მეთოდებზე სტატია მოამზადა.
„მარტივი ჭეშმარიტებაა - მასწავლებელი მოსწავლის აღზრდას ემსახურება. მოსწავლე ის ჩიტია, რომელიც უნდა შეიფარო და ვიდრე წუთისოფლის გზებზე აფრინდება, უნდა გამოაზამთრო. რა არის ამოსავალი წერტილი? თანამედროვე მიდგომები ამის შესახებ პირდაპირ ამბობს: განუვითარე კრიტიკული აზროვნება, შესძინე ღირებულებები, ჩამოაყალიბე პიროვნებად, რომელიც თავის ადგილს დაიჭერს საზოგადოებაში. ალბათ, ამ ჩამონათვალს თუ დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს უზარმაზარ შრომას მოითხოვს, ილია თავის ე.წ. „მანიფესტში“, „მგზავრის წერილებში“, ამბობდა: „ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა. ამავეს ვიტყოდი მასწავლებლის შრომასა და პასუხისმგებლობაზე.