დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლაში პირველი ტური მოსწავლეების მაღალი ჩართულობით ჩატარდა. მას მასწავლებელი თამარ ჩომახიძე ხელმძღვანელობდა.
ჩემპიონატის მეორე ტურში გადასული მოსწავლეები „ეტალონმა“ სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო პირველ ტურში მონაწილე მოსწავლეებს, რომლებმაც 50 ქულიანი ბარიერი წარმატებით დაძლიეს, სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები