ფოთის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
20-03-2019

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

კერძოდ, ჩემპიონატში მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები (ჯამში 7 გუნდი) მონაწილეობდნენ. 

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ როგორც სკოლის მასწავლებლები, ასევე, სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე მე-12 კლასის მოსწავლე სოფიო გენძეხაძე.

გუნდებმა განსაზღვრულ დროში 15 შეკითხვას უპასუხეს. ქულათა თანაბარი რაოდენობა  აღმოაჩნდა მე-4 და მე-5 გუნდს. გამარჯვებული დამატებითმა შეკითხვამ გამოავლინა. ქულათა უპირატესობით გაიმარჯვა და დიპლომით დაჯილდოვდა მე-4 გუნდი (მე-6 კლასი). 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203