ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრში კონკრეტული ნივთების შეტანა შეუძლიათ, მათ შორის სურვილისამებრ შეუძლიათ თან იქონიონ, როგორც თავიანთი გელიანი კალამი, ისე წყალი.
Etaloni.ge გთავაზობთ იმ ნივთების შესახებ ინფორმაციას, რისი შეტანის უფლება აქვთ აბიტურიენტებს გამოცდაზე:
აპლიკანტებმა საგამოცდო ცენტრში აუცილებლად უნდა წარადგინონ: საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი;
სურვილისამებრ შეუძლიათ თან იქონიონ: გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით, ასევე წყალი, რომელიც აუცილებლად პლასტმასის ბოთლით უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი გელიანი კალმით მისვლა კანონით 2018 წელს განისაზღვრა.