ხონის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო თუთისანმა მე-5 კლასის მოსწავლეებთან დედის დღისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ჩაატარა.
მეხუთეკლასელებმა დედებს დღესასწაული ინგლისურ ენაზე მიულოცეს, ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. მოსწავლეებმა ასევე მისალოცი ბარათები და პლაკატები დაამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილმა დადებითი შეფასება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები