დუშეთის მუნიციპალიტეტის, არღუნის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით საზეიმო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
საზეიმო საღამოს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამოს მომზადება-გაფორმებაში ძალ-ღონე არ დაიშურეს დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნათელა ნარიმანიძემ და ხელოვნების პედაგოგმა მზია ბარბაქაძემ.
საზეიმო საღამო მე-9 კლასის მოსწავლეს ნათია ჯიქურს მიჰყავდა.
„საღამო ხალისიან და თბილ გარემოში წარიმართა. სკოლის დირექციამ ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები