ყვარლის მუნიციპალიტეტის გავაზის საჯარო სკოლაში, მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ღონისძიება -„ჩემი ზღაპრის გმირი“ ჩატარდა.
X კლასის მოსწავლეებმა I კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს ზღაპრები, ესაუბრნენ ზღაპრის გმირებზე, საყვარელ პერსონაჟებზე, წაუკითხეს გამოცანები და მოაწყეს სახალისო ვიქტორინა. ღონისძიების დასასრულს კი წარმოადგინეს თეატრალიზებული დადგმა - „სამი გოჭის ზღაპარი“. მოსწავლეებმა ასევე, დახატეს ზღაპრის გმირები და მოაწყეს დეკორაციები სპექტაკლისთვის.
ღონისძიება საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის, თითოეული მოსწავლისათვის. მიღებული ცოდნის საფუძველზე, აღნიშნული აქტივობით, მოსწავლეებმა გამოავლინეს საზრიანობის, დაკვირვების უნარი. ასევე, ხატვის, აპლიკაციის ტექნიკის, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, რომელსაც მოსწავლე იძენს გაკვეთილზე. ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ I კლასის ხელოვნების მასწავლებელი ქეთი ქურდაძე.
იხილეთ ფოტოები