მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები წარმოადგინეს, მათ შორის ზოგადი ინფორმაცია π რიცხვის შესახებ, ჩაატარეს ექსპერიმენტი წრეწირების სიგრძეებისა და დიამეტრების გაზომვაზე, მოაწყვეს მხიარული თამაში რიცხვის ათწილად ნიშნებზე.
ღონისძიება მოსწავლეების მიერ π რიცხვის შესახებ შექმნილმა მუსიკალურმა ნომერმა დაასრულა.
ღონისძიებას ორგანიზება მზია გოგიშვილმა და დოდო მამნიაშვილმა გაუწიეს.
იხილეთ ფოტოები