განჯალის საჯარო სკოლაში წრე - „ჩვენ ვსწავლობთ ქართულს“ წარმატებით ფუნქციონირებს
20-03-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განჯალის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მუშაობს წრე - „ჩვენ ვსწავლობთ ქართულს“, რომლის მიზანია მოსწავლეს შეუქმნას პოზიტიური განწყობა, აუმაღლოს მოტივაცია ქართული ენის გრამატიკის შესწავლისადმი. ასევე, მოსწავლემ მოახერხოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი მეტყველებასა და წერით კულტურაში.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა არის კვირაში ერთი საათი. მიზნის მისაღწევად მეცადინეობაზე განიხილეს სხვადასხვა სავარჯიშო მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომებით.

წრეში გაერთიანებულნი არიან X და XI კლასის მოსწავლეები.

წრის ხელმძღვანელი გახლავთ ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი -ფოთოლა ლაბაძე. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203