თიანეთის მუნიციპალიტეტის, ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში მაგიდის ჩოგბურთში წარმატებით იასპარეზეს. სკოლის აღსაზრდელები რეგიონის ჩემპიონები გახდნენ.
შეჯიბრი 16 მარტს მცხეთაში გაიმართა.
გუნდის წევრები არიან მოსწავლეები - მარიამ იარაჯული, ნინო იარაჯული, ხატია ბებერაშვილი და მაიკო წიწაკიშვილი. პედაგოგი - პაატა სიმონიშვილი.
„მათ გაგვახარეს მორიგი წარმატებით - უკვე მეორედ გახდნენ რეგიონის ჩემპიონები და შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები