ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ მონაწილეთა დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში ჩატარდა.
სერტიფიკატები გადაეცათ მე-8 კლასის მოსწავლეებს: ანანო გვარამაძეს, გვანცა გოგოლაძეს და მე-11 კლასის მოსწავლეებს: ვახტანგ ხმალაძეს და ვლადიმერ გოგოლაძეს, ხოლო მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ლეკიშვილი, რომელიც მე-2 ეტაპზე წარმატებით გადავიდა, დაჯილდოვდა სიგელით.
მოსწავლეები მიღწეულით კმაყოფილები დარჩნენ და პირობა დადეს, რომ უფრო ბევრს იმეცადინებენ, რათა სამომავლოდ მეტ წარმატებებს მიაღწიონ.
სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებამ მოსწავლეები უფრო მეტად მოტივირებული, აქტიურები გახადა და სწავლისადმი დამოკიდებულება აუმაღლა.
იხილეთ ფოტოები