თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პატარა ირაგის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის წლის 2 მარტს, ღონისძიება - „სვანეთის ისტორიული წარსულის მქონე სოფელ ხალდეს გმირი წინაპრების გახსენება“ ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მერის მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის სხვა წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რუსთავის მერიის წარმომადგენლები: ლაშა ჟვანია და სოსო პირველი. მოწვეული იყვნენ აგრეთვე თეთრიწყაროს სკოლების დირექტორები და პროფკავშირის თავმჯდომარე გურანდა გოგოლაძე. ღონისძიებას დაესწრნენ სოფელ ხალდეს წარმომადგენლები: ვახტანგ გასვიანი, ჯოყოლა ჩეგიანი, შამილ გასვიანი.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დარბაზში უმეტესობა ცრემლებს ვერ იკავებდა. მოსწავლეებმა დოკუმენტური მასალებით, ლექსებით და ცეკვებით გააცოცხლეს რუსეთთან მორკინალი სოფლის ისტორია.
ღონისძიებას უძღვებოდნენ პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა ჩარკვიანი და დაწყებითი კლასის მასწავლებელი ქეთო პაკელიანი.
იხილეთ ფოტოები