სათხის საჯარო სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა არაგეღეციკ სანოსიანმა საკუთარ სახლში ჭადრაკის სკოლა შექმნა
20-03-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სათხის საჯარო სკოლის მათემატიკის ყოფილმა მასწავლებელმა არაგეღეციკ სანოსიანმა საკუთარ სახლში ჭადრაკის სკოლა შექმნა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა 15 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში სათხის საჯარო სკოლის არაერთმა მოსწავლემ მედლები და თასები მოიგო და სხვადასხვა რეგიონალურ შეჯიბრებზე პირველი ადგილი დაიკავა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა სანოსიანმა სკოლა მიატოვა და ამჟამად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მუშაობს, ბავშვებთან კავშირი მაინც არ დაკარგა. მისი წყალობით 16-17 მარტს ჩვენი სკოლის გუნდმა სერგეი ტონოიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჭადრაკის ტურნირში 9 გუნდის შორის მე-3 ადგილი დაიკავა. სკოლის აღსაზრდელებმა დიპლომები, მედლები და თასი მოიპოვეს. 

არაგეღეციკ სანოსიანის დიდი სურვილია სკოლის რომელიმე აღსაზრდელი ცნობილი მოჭადრაკე  გამოვიდეს. ვუსურვებთ ბატონ  სანოსიანს და მის ჯგუფს წარმატებებს და წინსვლას.  მარინე და სამველ ანანიკიანები და - ძმანი არიან. ისინი ნინოწმინდის  ჭადრაკის სკოლაში დადიან. მათაც აქვთ ბევრი მედალი, დიპლომი და თასი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203