განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიზნესისა და მეწარმეობისთვის საჭირო უნარებს ივითარებენ
21-03-2019

ამერიკის შეერთებილი შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს.

G-PriEd და მისი მთავარი პარტნიორი „ჯუნიორ ეჩივმენტი“ დაწყებით კლასების მოსწავლეებს სთავაზობენ ბიზნესისთვის საჭირო უნარების, სააზროვნო და განვითარების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მათ მომზადებას საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად.

ამ პროექტში აქტიურად არიან ჩართულები განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ „ჩვენი რეგიონის“ პროგრამას.  ეს არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც განუვითარებს მოსწავლეებს მეწარმეულ აზროვნებას.

პროგრამის გავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ გააანალიზონ, თუ როგორ იყენებს მეწარმე რესურსებს და თანამშრომლობს სხვებთან საქონლისა და მომსახურეების საწარმოებლად.

„ჯუნიორ ეჩივმენტის“ პროგრამა „ჩვენი რეგიონი“ სიახლე იყო არაქართულენოვანი სკოლისთვის. ეს იყო მოსწავლეთა გამოწვევა, მაგრამ ჩვენი სკოლის 30 მოსწავლემ გამოიჩინა ინტერესი და წარმატებით გაიარეს პროგრამა. თითოეული შეხვედრა იყო საინტერესო, აქტიური და ხალისიანი. პროექტის დასასრულს  მათ გადაეცათ სერტიფიკატები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203